Tuesday, July 18, 2017

 

18.07 /2017

დღევანდელი დღე იყო ჩვენი ტრენინგის შეჯამება  .  გადავამოწმეთ ჩვენი ნამუშევარი .
მოვისმინეთ პრეზენტაციები და განსაკუთრებით მომეწონა ციცინო ჯაბარიძის პროექტი " გმირი  და ანტიგმირი" , ლია ჯანაშია " აფხაზეთო ჩემო ჩემო აფხაზეთო " ,  თამარ კოხეიძე  " ექსტრემალური პროფესიები"  .

 ძალიან საინტერესო  აღმოჩნდა ტრენინგის ცხრა დღე მადლობა ქალბატონ მანანა კვინიკაძეს .

Monday, July 17, 2017





17.07.2017


დღე მერვე

 მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილეთა პროცედურები .
შეფასების რუბრიკას მივანიჭეთ წონა   და შევქმენით ელექტრონული კითხვარი .

Thursday, July 13, 2017

         



 დღე მეშვიდე : 13 .07.2017

გავეცანით მოსწავლეთა დიფერენცირებას 6 მოდულში,  მოგვეწონა დიფერენცირების კითხვარი . გავეცანით გარდნერის თეორიას  და შევქმენით კითხვარი  მოსწავლეთა დიფერენცირებისათვის .  გავეცანით მხარდაჭერის დოკუმენტებს  და შევქმენით ხარაჩო ბლოგზე  შევქმენით გვერდები და ავტვირთეთ პორტფოლიო და ჩვენთვის საჭირო ლინკები .

Tuesday, July 11, 2017

   



დღე მეექვსე :   11.07.2017

დღევანდელი დღეც იყო საკმაოდ დატვირთული და შრომატევადი .

 დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის შეფასების  რუბრიკაზე  . განვიხილეთ კონსტრუქციული უკუკავშირის მნიშვნელობა .  

Thursday, July 6, 2017







დღე  მეხუთე   6.07.17   

დღევანდელი  დღე იყო საინტერესო და სახალისო .  მოვირგეთ მოსწავლის როლი და შევქმენით სლაიდი  ჩვენი პროექტის თემიდან გამომდინარე . 
გავეცანით საავტორო უფლებების რუბრიკას .